17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის მე-17-18 დღე. დღეს, მთვარე მშვილდოსანში ახალისებს გართობის სურვილს, აღვიძებს იმედსა და ფანტაზიას, თუმცა, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს გადამეტებული ემოციურობა, არათანმიმდევრულობა, გაამძაფროს აზარტული მიდრეკილებები. რისკის ზონაში იქნებიან მოთამაშეები და სპორტსმენები.

აკონტროლეთ ემოციები და სურვილები.

ვერძი

ნუ გაბრაზდებით სხვებზე და ნუ აჰყვებით ეჭვებს. გაერკვიეთ საკუთარ თავში და ნუ ეძებთ მიზეზებს სხვებში.

კურო

კარგია, თუ მიუბრუნდებით გადადებულ საქმეებს და დაასრულებთ მათ. მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე, გარდერობი. 

ტყუპები

თქვენ დღეს საუკეთესოდ შეძლებთ თავის წარმოჩენას უფროსობასთან თუ საქმიან პარტნიორებთან. 

კირჩხიბი

დღეს, თქვენი აქტურობითა და ინიციატივით, წარმატებით წარიმართება საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები ბიზნესსა თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ერიდეთ, აზარტულ თამაშებს.

ლომი

ლომებს სურვილი გაუჩნდებათ სახალისო თავგადასავლებისკენ, კარგი პერიოდია ფლირტისა და პაემნებისთვის,  დასვენებისთვის. ხოლო, ფინანსებთან დაკავშირებულ აქტივობებს, შესაძლოა, მოჰყვეს თანმხლები გართულებები.

ქალწული

სჯობს, ფინანსურ საკითხებში რეალობას გაუსწოროთ თვალი და სწორად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები. ნუ მოექცევით ილუზიებისა და ფანტაზიების ტყვეობაში.

სასწორი

იყავით ფრთხილი და წინდახედული, რათა თავი დაიცვათ შესაძლო აგრესიისაგან. შეეცადეთ, თვითონ არ გახდეთ შფოთისა და სხვადასხვა დაპირისპირებების მაპროვოცირებელი.

მორიელი

შესაძლოა, დღეს მომგებიანი პროექტი შემოგთავაზონ, რომელიც სოლიდურ შემოსავალსა და მოგებას მოგიტანთ. 

მშვილდოსანი

დღეს, მშვილდოსნები შესაძლოა, თავიანთი ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათის ტყვეობაში აღმოჩნდნენ. გახსოვდეთ, დღეს იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ, მშვიდად იმოქმედეთ, ერიდეთ აზარტულ თამაშებს.

თხის რქა

დღეს იღბალი თქვენს მხარესაა. სასიკეთოა და წარმატებული იქნება ბიზნესპროექტები.

მერწყული

ნუ იჩქარებთ, კარგად გააანალიზეთ მოვლენები, შესაძლოა, თქვენი წინადადებები სწორად არ იყოს გაგებული. იყავით ყურადღებით.

თევზები

თქვენი საქმიანობა შედეგიანი იქნება, თუმცა, კარგი იქნება, სიფრთხილე გამოიჩინოთ უცნობ ადამიანებთან, რადგან არის თაღლითობის ალბათობა.