VIDEO: ფიზიკური დაპირისპირება თსუში - სტუდენტები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ

სრუდენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ. მათი თქმით, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, კაბინეტს არ დატოვებენ.

მოძრაობა "ბრძოლა განათლებისთვის" წევრები არიან, მოითხოვენ რექტორის გადაყენებას, რადგან, მათივე განცხადებით, უნივერსიტეტმა არ გაითვალისწინა სტუდენტების მოთხოვნა სემესტრის ბოლომდე სწავლის ჰიბრიდული რეჟიმი შენარჩუნებულიყო.

სტუდენტები გიორგი შარვაშიძესთან შეხვედრასა და მის გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, რექტორი მათ უარს ეუბნება უნივერსიტეტში მიმდინარე სემესტრის ბოლომდე სწავლების ჰიბრიდული რეჟიმის შემოღებაზე, რის გამოც, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს თბილისში ბინების დაქირავებისა და აუდიტორიებში ლექციებზე დასწრების პრობლემა ექმნებათ.

სტუდენტების განცხადებით, ისინი რექტორის კაბინეტს არ დატოვებენ, ვიდრე გიორგი შერვაშიძე მათ არ შეხვდება და გადადგომის შესახებ არ განაცხადებს.

უნივერსიტეტი მოუწოდებს როგორც თსუ-სა და ასევე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს, გარეშე პირებს, რომლებიც ამჟამად თსუ-ში გამოცდების ონლაინ ფორმატით ჩაბარების მოთხოვნით აქციას ატარებენ, პროტესტის კონსტრუქციულ ფორმებს მიმართონ - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ფინალური გამოცდებისთვის სტუდენტებს, თბილისთან ერთად, გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპით, დამატებით ორი ალტერნატიული ადგილი შესთავაზა – ქუთაისსა და ახალციხეში, რათა მათ გამოცდაზე გამოცხადება გაუადვილდეთ.