ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას მიმართავს
1760644247
უფრო მკაცრად უნდა ვიზრუნოთ სასწავლო პროგრამების შინაარსის და ხარისხის მოწესრიგებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, დღეს ხარისხის მართვის სისტემა არსებითად ფორმალურია.
„დიდწილად ფორმალურია ის საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ამ მიმართულებით. უფრო მკაცრად უნდა ვიზრუნოთ სასწავლო პროგრამების შინაარსის და ხარისხის მოწესრიგებაზე.
რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, დღეს არავითარი მწყობრი სისტემა არ გვაქვს და უმეტეს შემთხვევაში გვყავს არასრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორები, რომლებიც, შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში სხვა საქმიანობით არიან დაკავებული და შეთავსებით მუშაობენ უნივერსიტეტებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სრულიად სხვა სისტემაზე უნდა გადავიდეთ და უნივერსიტეტებში ძირითად ბირთვს უნდა შეადგენდნენ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორ-მასწავლებლები“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.