ავტობუსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დაშავებულია 11 ბავშვი
1742632610
21-25 მარტს, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, სპეციალური საჭიროების მქონე პირთა და უმაღლესი სასწავლებლების მოქმედი სტუდენტებისთვის, ქართული ლიტერატურის, დრამატურგიის, ლიტერატურული ტექსტის ანალიზისა და კრიტიკის თემაზე, ლიტერატურულ ბანაკს აწყობს.
1 მარტიდან იწყება განაცხადების მიღება პროექტში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების შესარჩევად. 11 მარტის ჩათვლით, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა, მისამართზე wbclit2021@gmail.com, უნდა გამოაგზავნონ, მაქსიმუმ, 200 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი და უმაღლესი სასწავლებლის მიერ, მიმდინარე აკადემიური წლისთვის გაცემული სტუდენტის მოქმედი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.
სალექციო კურსს, ოთხი დღის განმავლობაში, მწერლები და ლიტერატურის სფეროს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები წაიკითხავენ. ასევე, გაიმართება კინოჩვენებები და დისკუსიები.
კურსს ჩაატარებენ მწერალი დათო ტურაშვილი, ჟურნალისტი და პროზაიკოსი რუსუდან რუხაძე, ლიტერატურის კრიტიკოსი ნიკა აგლაძე და სცენარისტი ქეთი დევდარიანი.
პროექტის მიზანია, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე სალიტერატურო პროცესში აქტიურად ჩართვისთვის წახალისება. ასევე, ამ პროცესში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების ჩართვა და სამომავლო პროფესიული შესაძლებლობების აღმოჩენა.
პროექტის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მონაწილეები შერჩეულია არასამთავრობო ორგანიზაცია „მაკ-ჯორჯიას“ მხარდაჭერით და USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამის კონსულტაციების საფუძველზე.
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.