ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება - რას გვიმზადებს 2027 წელი
1793997405
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებული შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ცნობით, საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ფორმების შეძენა 2 ნოემბრიდან დაიწყება. მშობლებს საშუალება ექნებათ, ფორმა ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის – formebi.emis.ge, მეშვეობით შეუკვეთონ და ან საკურიერო მომსახურებით ისარგებლონ, ან შეძენილი სამოსი 4 სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან გაიტანონ.
ამ მიზნით, ონლაინ შეკვეთის გატანის პუნქტები, თბილისში, ქუთაისსა და გორში, შემდეგ მისამართებზე გაიხსნება:
1. თბილისი – გლდანი: ქ. თბილისი, ქერჩის ქუჩა №20
2. თბილისი – ქარვასლა: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა №7, სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“
3. გორი – გარდენ მოლი: ქ. გორი, სამეფოს ქუჩა №70, სავაჭრო ცენტრი „გარდენ მოლი“
4. ქუთაისი – ქარვასლა: ქ. ქუთაისი, ა. წერეთლის ქუჩა №4/4ა, სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“
ონლაინ შეკვეთის გატანასთან ერთად, აღნიშნულ 4 სავაჭრო ობიექტში ფორმების ადგილზე ყიდვაც იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, სასკოლო სამოსის ადგილზე შესაძენად ქვეყნის მასშტაბით 83 სარეალიზაციო პუნქტიც გაიხსნება.
იხილეთ სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართების სრული ჩამონათვალი.