1782244801
როდის დაიწყება საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის
2023-2024 სააღმზრდელო წლისათვის რეგისტრაცია ივლისში დაიწყება - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში mshoblebi.ge-ის განუცხადეს.
ინფორმაცია რეგისტრაციის წესებისა და პირობების შესახებ რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნდება და შეგიძლიათ, ოფიციალურ საიტსა და გვერდზე გაეცნოთ.
ჯერჯერობით, კონკრეტული თარიღი, როდის შეძლებენ ბავშვები სხვადასხვა ბაღში დარეგისტრირებას, დაზუსტებული არ არის.











