„კომენტარი ბევრმა გააკეთა...“ - გოგა მანია გურამ დადიანიძეზე
1787599503
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა, რომელიც უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა.
მინისტრმა ლაშა მარგიშვილს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა და მისი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ 2026 წელს ლაშა მარგიშვილი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის (CEENQA) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
ლაშა მარგიშვილი 2011 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. იგი დღემდე ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.