გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება საქართველოსა და მსოფლიოზე
1757447142
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ კახეთში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა. მინისტრმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლების თანამედროვე ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
ორივე სკოლაში, სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოწყობილია ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა, ასევე რეკრეაციული სივრცეები.
ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტია.
"ჩვენ მიმდინარე სექტემბრის თვეში, 50-ზე მეტი სკოლის ახლად რეაბილიტირებული და ახლად აშენებული სკოლის გახსნას ვგეგმავთ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოსთვის, ხელისუფლებისთვის სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტულ მიმართულებას. ამაში ძალიან დიდი ინვესტიცია იდება, ეს პროცესები გაგრძელდება," - აცხადებს გივი მიქანაძე.