1757269592
ლევან მახაშვილი - ბედი წყდება საარჩევნო უბნებზე და არა მელიქიშვილზე თუ რუსთაველზე, რამდენიც უნდათ, იარონ

რამდენიც უნდათ, იარონ მელიქიშვილიდან რუსთაველამდე, არჩევნებზე ბედი საარჩევნო უბნებზე წყდება და არა მელიქიშვილზე თუ რუსთაველზე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „პროტესტის მთავარი კერა უნდა იყოს სწორედ მელიქიშვილი, ის უნდა გახდეს პროტესტის სიმბოლო და 4 ოქტომბერს მელიქიშვილიდან უნდა დავიძრათ რუსთაველის გამზირისკენ“.
„მოსახლეობა მათ დაძახებულზე გარეთ არ გამოდის, ამიტომ სურვილი აქვთ, დაძაბულობის კერები გააჩინონ, ხელისუფლებას შეცდომები დააშვებინონ და ამით ემოციებზე ითამაშონ, იქნებ მოსახლეობა გარეთ გამოიყვანონ. ეს მათი მარტივი მიზანია. შევეცდებით, დაპირისპირებას, შეხლა-შემოხლას თავი ავარიდოთ. ჩვენ არავისთან მივდივართ. ვინმე თუ ვინმესთან მიდის, ის რადიკალური ფრთაა, რომელთაც საარჩევნო შტაბთან მივარდნა ტრადიციად გაიხადეს. რამდენიც უნდათ, იარონ მელიქიშვილიდან რუსთაველამდე, ბედი წყდება საარჩევნო უბნებზე და არა მელიქიშვილზე თუ რუსთაველზე“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.