ბორჯომის მუნიციპალიტეტში სტუდენტებმა შემოდგომა-ზამთრის სემესტრის წარჩინებით დასრულებისთვის, 2000-2000 ლარი მიიღო

სტუდენტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა ბაკალავრის საფეხურზე მყოფმა 45-მა სტუდენტმა, შემოდგომა-ზამთრის სემესტრის წარჩინებით დასრულებისთვის, 2000-2000 ლარი მიიღო.

ფულადი ჯილდო გაიცემა სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

▪️ არის საქართველოს მოქალაქე;
  ▪️ განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
  ▪️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში გავლილი აქვს სწავლების არანაკლებ 9-წლიანი კურსი ;
  ▪️ არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
  ▪️ სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91 –100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);
  ▪️ აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
ფულადი ჯილდოს მისაღებად, გთხოვთ, წარმოადგინოთ დოკუმენტაცია:
  ▪️ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  ▪️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლებ 9 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  ▪️ ამონაწერი ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ;
  ▪️ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (ნიშნების ფურცელი);
 ▪️ საბანკო რეკვიზიტები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, 2026 წლიდან, წარმატებულმა სტუდენტებმა სემესტრულად ერთჯერადად 1000 ლარის ნაცვლად, 2000-2000 ლარი მიიღეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია განათლების ხელშეწყობა და წარჩინებული ახალგაზრდების ფინანსური მხარდაჭერა.