VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო სანქცირებული VTB ბანკის ქართული ფილიალის იურიდიული პირების დეპოზიტებისა და სესხების გარკვეული ნაწილი ლიბერთი ბანკშიც გადავა.
„შეთანხმება ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სესხების გადაცემას სს ლიბერთი ბანკისთვის.
მომხმარებლების პორტირებაზე მუშაობა დაწყებულია და 3 მარტიდან ეტაპობრივად სს ვითიბი ბანკი საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნეს მეანაბრეებსა და მსესხებლებს სს ლიბერთი ბანკი თავის ფილიალებში მოემსახურება.
შესაბამისი შეტყობინებები დაეგზავნებათ სს ვითიბი ბანკი საქართველოს მომხმარებლებს. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელი იქნება სს ვითიბი ბანკ საქართველოს ქოლცენტრსა და მომსახურე ბანკირებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.