სესხები გაძვირდა - ვისთვის როგორ შეიცვალა საპროცენტო განაკვეთი?

ფული

2022 წლის ნოემბრის თვეში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებში ვკითხულობთ, რომ წინა თვესთან შედარებით საპროცენტო განაკვეთი  0.3%-ით გაიზარდა და 13.4% გახდა.

ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი

ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 16.4%-დან 16.7%-მდე გაიზარდა. იურიდიული პირებისთვის კი იგი 0.4%-ით გაიზარდა და 2022 წლის ნოემბერში 14% გახდა.

ფიზიკური პირებისთვის გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი ნაკლებად იგრძნობა ონლაინ სესხის ან სწრაფი სესხის აღებისას, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტიპის სესხები ძირითადად მოკლე ვადით და მცირე მოცულობით გაიცემა.

უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი

საპროცენტო განაკვეთი გაზრდილია უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზეც. ნოემბერში იგი  0.4%-ით გაიზარდა და 7.6% გახდა. ასევე, წინა თვესთან შედარებით  უცხოური ვალუტით იპოთეკურ სესხებზე გაცემული საპროცენტო განაკვეთი 0.1%-ით გაიზარდა და 6.1%-ს გაუტოლდა.

წლიური ჭრილი

2022 წლის ნოემბერში, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, სესხები გაძვირდა 12.2%-დან 13.3%-მდე. სესხები გაძვირდა როგორც უცხოურ, ასევე ეროვნულ ვალუტაში. უცხოურ ვალუტაში 6.1%-დან 7.1%-მდე, ხოლო ლარში 15.6%-დან 16.4%-მდე.

წყარო: bfm.ge