„ხაზიდან მატარებლის მოხსნა გახდა საჭირო...“ - რა ვითარებაა ამ დროისთვის „სადგურის მოედანზე“
1782997835
საწვავზე უნაღდო დანახარჯების დინამიკა მზარდია, - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვაში.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის მაისში, „თიბისი ბანკის“ არხებით, საწვავზე უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 31%-ით გაიზარდა.
კვლევის თანახმად, საშუალო დანახარჯმა ერთ ტრანზაქციაზე 56 ლარი შეადგინა.
„ამავე თვეში მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებული უნაღდო დანახარჯები წლიურად 4%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი 36 ლარს გაუტოლდა“, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში ჯამური უნაღდო დანახარჯები 21%-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ უნაღდო დანახარჯები რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 85% და 15%-ად ნაწილდება.