საქსტატი: 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.8 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა თითქმის ორნიშნა მაჩვენებლით გაიზარდა და 9.8 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, გაზრდილია ადგილობრივი ექსპორტიც, რომელმაც მილიარდ 170 მილიონი დოლარი შეადგინა.

ისტორიულ მაქსიმუმზეა სასაქონლო ჯგუფების მთლიანი ექსპორტის მაჩვენებელი. მიმდინარე წლის პირველო 5 თვის შედეგებით საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდამდე დოლარი შეადგინა.