1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
როდიდან შეგვიძლია საპენსიო დანაზოგის აღება და რა პრინციპით ავიღებთ ამ თანხას. ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს რუსთავი 2 -ის ეთერში იურისტი თამარ კერძაია პასუხობს.
„იმ დროს როცა ჩვენ საპენსიო ასაკის გავხდებით, იმის მიხედვით მაშინ საპენსიო ასაკი რამდენი წელი იქნება და რა თანხაც გვექნება დაგროვებული, ასაღები პენსიის რაოდენობაც ამის მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად, პირობით, თუ დაგროვებული გვექნება 100 000 ლარი, და იმ პერიოდისთვის დადგენილი იქნება, ასევე პირობითად, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 75 წელი, და თუკი 65 წლის ასაკში გადიხართ პენსიაში, ეს 100 000 გაიყოფა 10 წელზე, და შემდეგ წლები 12 თვეზე. და ამ თანხას ავიღებთ უკვე ყოველთვიურად 10 წლის განმავლობაში.
გამონაკლისი შემთხვევები არსებობს, თუ პირი საპენსიო ასაკის მიღწევამდე გარდაიცვლება, ასეთ შემთხვევაში თანხას მისი მემკვიდრეები მიიღებენ. მეორე გამონაკლისი კი არის, თუ პირი შეზღუდული შესაძლებლობის გახდება, პენსიის გამოყენებას შეძლებს საპენსიო ასაკის მიღწევამდე" - ამის შესახებ თამარ კერძაიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.