დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ეკონომიკის დოქტორი გიორგი კეპულაძე „პრაიმტაიმთან“ იმ მიზეზებზე საუბრობს თუ რატომ რატომ გადაუსწრო დოლარის კურსმა ევროს.
„ბევრი მიზეზია, რის გამოც მცურავი გაცვლითი კურსი შეიძლებოდა იცვლებოდეს. მაგრამ ამ შემთხვევაში მიზეზი არის ის, რომ მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე ევროკავშირმა. ზოგადად გაცვლით კურსზე ბევრი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ცვლილება მნიშვნელოვან ზეგავლენას ამ ქვეყნების ეკონომიკაზე და მით უმეტეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკაზე არ მოახდენს. იქ გაცილებით ნაკლებად მტკივნეულად აღიქვამენ კურსთა შორის ასეთ სხვაობას ან ცვლილებას ვიდრე საქართველოში, რადგან სესხები არ აქვთ ამერიკელებს ევროში და ევროპელებს დოლარში.
ჩემი ერთ-ერთი დაშვებაა, არის ის რომ მაინც როდესაც რაღაც გლობალური კრიზისებია დოლარის მიმართ ნდობა უფრო იზრდება, ამიტომ შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი ეს იყოს“, - ამბობ გიორგი კეპულაძე.
კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა მსგავსი ტენდენციის გაგრძელებას დოლარსა და ევროს შორის ექსპერტი ასე პასუხობს:
„პროგნოზის გაკეთება ისევე როგორც ლარის კურსთან დაკავშირებით, ასევე ევროს და დოლარის კურსთან დაკავშირებით შეუძლებელია. ამიტომ ტყუილი პროგნოზების გაკეთება არ ღირს“
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8192 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8000 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0192 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7972 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7793 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0179 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.