რატომ აღმოჩნდა re:invent-ი გაკოტრების პირას? - პავლე მგელაძის განმარტება

პავლე მგელაძე

როგორც ვენჩურული სტუდია re:invent-ის დამფუძნებელმა, პავლე მგელაძემ გასული წლის შეჯამებისას LinkedIn-ზე დაწერა, 2023 წელს re:invent-ი რამდენიმეჯერ დამარცხდა, თავი შეირცხვინა და თითქმის გაკოტრდა.

BMG Talks-ის კითხვაზე, თუ რამ მიიყვანა ვენჩურული კომპანია გაკოტრების პირას, პავლე მგელაძე პასუხობს, რომ პრობლემა, რომლის წინაშეც დამფუძნებლები აღმოჩნდნენ - სტარტაპების ფინანსური მართვის არასათანადოდ ცოდნა იყო.

“მთავარი პრობლემა ფულადი ნაკადების მენეჯმენტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ კერძო კომპანიებში მუშაობის გამოცდილება გვქონდა. ჩემს პარტნიორებს, მაგალითად, კლასიკურ ბიზნესებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ - თვრამეტი წელია, საკუთარ ბიზნესებს მართავენ, თანაც წარმატებულად. თუმცა არცერთ ჩვენგანს არ ჰქონდა ვენჩურული სტუდიის მართვის გამოცდილება, თან - სტარტაპების მენეჯმენტი სულ სხვა დონის პრობლემაა, ვიდრე ნებისმიერი სხვა კლასიკური ბიზნესი. ჩვენი გათვლებით, ბუფერებით, მარჟებითა და უსაფრთხოების მექანიზმებით ყველანაირი ბიუჯეტი გავარღვიეთ. საინტერესო სტარტაპებს დავხარბდით და მოკლე დროში იმაზე მეტი დავიმატეთ, ვიდრე ფინანსურად შეგვეძლო.

რეალურად კი ისე აღმოჩნდა, რომ კარგი პროდუქტის შექმნას ბევრი ინტერაცია სჭირდება, რასაც ბევრი ფული სჭირდება, რადგან პროგრამისტები იაფიანი სპეციალისტები არ არიან. ძალიან ბევრი რესურსების ჩასხმა მოგვიწია სტარტაპებში, რომლებიც ზუსტად ვიცით, შედეგებს რომ დადებენ. თან გუნდს, რომელიც შედეგთან ძალიან ახლოს არის, ინვესტიციას ვერ გაუჩერებ. რამდენიმეჯერ მოხდა ისე, რომ re:invent-ი ხელფასების ვერგაცემის რისკის პირას იყო, მაგრამ დამფუძნებლებმა ყველაფერი გავაკეთეთ, მათ შორის საკუთარი კაპიტალი მოვიტანეთ და ხელფასებიც არ აგვიღია ბევრი თვის განმავლობაში.

პირველები არ ვართ, ვინც ამას აკეთებს. სტარტაპს რომ იწყებ, ყველაფრის გასაცემად უნდა იყო მზად, ოღონდ თუ გჯერა, რომ ის დიდი კომპანია გახდება. ჩვენ ვამბობთ: “მეგობრებო, 20 მილიონი მოგვეცით და მილიარდიან კომპანიას შევქმნით”. თუ პორტფელში 100-ზე მეტი დალაგებული სტარტაპის დამატება შევძელით, ამ პორტფელის ღირებულება ბევრად მეტია, ვიდრე ერთი მილიონი დოლარი”, - განაცხადა re:invent-ის დამფუძნებელმა და ინვესტორმა პავლე მგელაძემ BMG Talks-ში.

ასევე დაგაინტერესებთ:

რეკეტი ქართველ ემიგრანტებზე - როგორ სძალავენ საბერძნეთში წასულ ემიგრანტებს ქართველები ფულს?

ნახეთ თებერვლის იღბლიანი და არახელსაყრელი დღეები - ნუმეროლოგები გვაფრთხილებენ