პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გორის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილეს, გიორგი ქვათაძეს კრიპტოვალუუტის გამოსამუშავებლად მაინერები სარდაფში 2020 წლიდან ჰქონდა დამონტაჟებული. „კურიერმა“ გაარკვია, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური ყოველთვიურად 6 ათას ლარს შეადგენდა და ამ თანხას სახელმწიფო ბიუჯეტი იხდიდა.
სამალავს ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიაგნეს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ საუბრობენ, თუმცა ადასტურებენ, რომ დანაშაულზე სწორედ გიორგი ქვათაძეა მხილებული. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ქვითრები და სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია ამოიღეს. „კურიერი“ ქვათაძის საცხოვრებელ სახლშიც იმყოფებოდა, თუმცა კარი არავინ გააღო და არც სატელეფონო ზარებს უპასუხა.
დანაშაულებრივი სქემის შესახებ ინფორმაცია არც გორის კულტურის ცენტრის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს აქვს. მისი განცხადებით კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ცენტრი ონლაინ რეჟიმში მუშაობს და მას საეჭვო არაფერი შეუნიშნავს.
დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე, დანაშაულში მხოლოდ გიორგი ქვათაძეა მხილებული. საქმის მოკვლევის პროცესში, არ არის გამორიცხული, სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს და დამნაშავე პირთა წრე გაიზარდოს. არსებობს ვერსია, რომ გორის კულტურის ცენტრში დამონტაჟებული აპარატურა არა გიორგი ქვათაძის, არამედ სხვისი საკუთრება იყო.