ოქტომბერში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა - საქსტატი

მშენებლობა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 4.3 პროცენტით.

მათ შორის, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.02 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 6.1 პროცენტით; არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.3 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 7.5 პროცენტით; სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.3 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 1.4 პროცენტით.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.3 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.7-პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.45 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

„წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.3 პროცენტით. ინდექსის ზრდა უმეტესწილად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.2-პროცენტიანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 5.2-პროცენტიანი ზრდით, რამაც, შესაბამისად, 4.03 და 0.32 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 25.2 პროცენტით“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.