ოქრო ისევ გაძვირდა

ოქრო

საქართველოში ძვირფასი ლითონების ფასებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 999 სინჯის ერთი გრამი ოქრო უკვე 416 ლარი ღირს, 750 სინჯის – 312 ლარი, ხოლო 858 სინჯის – 243 ლარი.

გაიზარდა ვერცხლის ფასიც: 999 სინჯის ერთი გრამი 8.46 ლარია, 800 სინჯის კი დაახლოებით 6 ლარი.

ოქროსა და ვერცხლის გაძვირება გლობალურ ბაზარზეც ფიქსირდება, ერთი უნცია ოქრო 4 706 დოლარად იყიდება, ვერცხლის ფასი კი 93.45 დოლარს აღწევს.