1769285986
NBA: 22 ქულა და გამარჯვება - მამუკელაშვილის მორიგი მაგარი მატჩი
გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტოს“ მატჩი „პორტლენდის“ წინააღმდეგ, რომელიც კანადელებმა დამაჯერებლად 110:98 მოიგეს.
თავისი გუნდის 27-ე გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა მამუკელაშვილმა, რომელიც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. მამუმ 35 წუთი ითამაშა, 22 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა გაიფორმა. 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 9-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო.











