კვლევითი ორგანიზაცია PMCG Research - საქართველოში სექტემბერში ყოველთვიურ ხელფასს 985 975 ადამიანი იღებდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.6 პროცენტით მეტია

PMCG Research

საქართველოში 2025 წლის სექტემბერში ყოველთვიურ ხელფასს 985 975 ადამიანი იღებდა, რაც 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 4.9%-ით, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით, 2.6%-ით მეტია.

ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია PMCG Research-ი ავრცელებს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2025 წლის სექტემბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფას 2,400 ლარის ან მეტი ოდენობით თვიურ ხელფასს იღებდნენ, 33.6%-ს შეადგენდა, რაც აგვისტოსთან შედარებით 0.5 პროცენტით, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით, 5.6 პროცენტით მეტია.

„სექტემბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 12.5%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 1.0 პროცენტით, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით, 3.0 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. 2025 წლის სექტემბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 3.0%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 0.1 პროცენტით არის შემცირებული, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 0.7 პროცენტით არის გაზრდილი“, – აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში jobs.ge-ზე 8 737 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 20.0%-ით, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 4.7%-ით მეტია.

თვიურ ჭრილში, ყველაზე დიდი – 29.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, ხოლო ყველაზე მცირე 11.9%-იანი კლება – ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში.

წლიურ ჭრილში ყველაზე დიდი – 50%-იანი ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში, ხოლო ყველაზე დიდი 3.9%-იანი კლება – ლოგისტიკისა და დისტრიბუციის კატეგორიაში.

„2025 წლის ივლისიდან 2025 წლის სექტმბრის ჩათვლით, გამოქვეყნდა 24 199 ვაკანსია, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის (-4.5%), ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიებში -4.4%“, – წერია კვლევაში.

რაც შეეხება Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობას კატეგორიების მიხედვით, ასე ნაწილდება:

ივლისიდან – სექტემბრის ჩათვლით 973 ვაკანსია გამოქვეყნდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5%-ით მეტია;

ივლისიდან – სექტემბრის ჩათვლით, 6 404 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.5%-ით მეტია.

ივლისიდან – სექტემბრის ჩათვლით, 4 789 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.0%-ით მეტია.