„თბილ ამინდებს ზამთრის სუსხიანი დღეები ჩაანაცვლებს“ - დეკემბრის ამინდის პროგნოზი
1764092231
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 65.57 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 12.15 მილიონი ლარით, ანუ 0.02%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 13.94% შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 555.88 მილიონი ლარით, ანუ 1.81%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 543.73 მილიონი ლარით, ანუ 1.56%-ით შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 51.22 პროცენტიშეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.46 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.92% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.01% , ხოლოუცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.42%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.79% , ხოლო ევროს წილმა 19.45% შეადგინა.