რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2026 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 75.62 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.69 მილიარდი ლარით, 2.28%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 21.67% შეადგინა. აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 626.70 მილიონი ლარით, ანუ 1.71%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.06 მილიარდი ლარით, ანუ 2.84%-ით გაიზარდა.
სებ-ის ანგარიშის მიხედვით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2026 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 56.81 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.01 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.78% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.68% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.31%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.45% , ხოლო ევროს წილმა 20.00% შეადგინა.