რას ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა: ეზოტერიკოსი გვირჩევს, უნდა ვინერვიულოთ თუ არა
1767991226
ნოემბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 11.9%-ით, 298.4 მლნ აშშ დოლარამდე, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა კი 10.3%-ით, 36.8 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ზრდაში წამყვანი კონტრიბუცია ევროკავშირიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 14.2%-იანი ზრდით. 15.5%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები. რუსეთის დადებითი კონტრიბუცია კი ნოემბერში 3.3 პროცენტულ პუნქტს გაუტოლდა.
“ნოემბერში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 45.5%-ს ევროკავშირის ქვეყნები, 19.4%-იანი წილით აშშ და 12.9%-იანი წილით რუსეთი წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (16.9%), გერმანიის (9.2%) და საბერძნეთის (8.3%) მაღალი წილი.” – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის პუბლიკაციაში.