„გიორგი მამარდაშვილზე რატომ აგიგორეს ჭორი...“ - რას პასუხობს ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერებს
1744832942
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.8439- დან 2.8185-მდე, ანუ 0.9%-ით, ხოლო ევროს მიმართ – 2.9447-დან 2.9354-მდე, ანუ 0.3%-ით გამყარდა. თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.8172 და 2.9510 შეადგინა. თებერვალში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.8563 იყო, მინიმალური კი – 2.7813.
„თებერვალში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობები თანაბრად იყო გადახრილი. საშუალოდ, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია თურქული ლირის გაუფასურება. შესამჩნევად გამყარდა რუსული რუბლი, ასევე გამყარებით ხასიათდებოდა ლარი, ევრო და სომხური დრამი. აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 8.4%-ით, თვის ჭრილში კი 1.0%-ით გაუფასურდა. '
რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, წლიურად 1.7%, თვის ჭრილში კი გაუფასურება 0.6%-ია. ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება. სავაჭრო პარტნიორთაგან თებერვალში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, აშშ-სა და სომხეთში საქართველოსთან შედარებით მაღალი იყო, ხოლო ევროზონაში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალი ნარჩუნდება“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.