ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

ბანკი

ეროვნულმა ბანკმა საგადასახადო მომსახურების პროვაიდერი „ფეი უნიქარდი“ ჯამში 39 500 ლარით დააჯარიმა.

როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, კომპანიას ფინანსური სანქცია შემდეგი მიზეზები დაეკისრა:

შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 2 შემთხვევა;

10 კლიენტთან მიმართებით არ მომხდარა მათი ქონებისა და ფულადი სახსრების წარმომავლობის დოკუმენტურად დადგენა;

1 კლიენტთან მიმართებით არ განხორციელებულა პროვაიდერის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინებით რისკის მინიჭება;

1 კლიენტთან მიმართებით არ მომხდარა კლიენტის ქონების შესახებ მოპოვებული დოკუმენტების შენახვა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია „ფეი უნიქარდი“ 2016 წელს დაფუძნდა. ბოლო ამონაწერის მიხედვით, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერის პრივილეგირებული, 100%-იანი მეწილეა ნანა ქებურია. თუმცა, დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ჩვეულებრივი მეწილეები ასევე არიან: სულხან პაპაშვილი - 30%, ვოლოდიმირ ნოსოვი - 50% და ლაშა პაპაშვილი - 20%-მდე. კომპანიის დირექტორია სულხან პატარიძე.