ეროვნული ბანკი: აგვისტოში ლარი დოლარის მიმართ გამყარდა, ევროს მიმართ კი გაუფასურდა

ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების ახალი სერიის - NBG Policy Papers - გამოქვეყნებას იწყებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6346-დან 2.6177-მდე, ანუ 0.6%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 3.0084-დან 3.0330-მდე, ანუ 0.8%-ით გაუფასურდა.

მათივე ცნობით, თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6125 და 3.0412 შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.6444 იყო, მინიმალური კი – 2.6266.

აგვისტოში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმალურზე მეტად იყო გადახრილი.

„აგვისტოში საშუალოდ დოლართან მიმართებაში თურქულმა ლირამ როგორც თვის, ასევე წლის ჭრილში გაუფასურება განაგრძო. თვის ჭრილში ასევე გაუფასურდა რუსული რუბლი. შესამჩნევად გამყარდა ევრო, ხოლო – სომხური დრამი მცირედით, აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. რაც შეეხება ლარს, გამყარება შეინიშნება როგორც თვის, ასევე წლის დონეზე. შედეგად, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გამყარდა როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში. კერძოდ, აგვისტოში წლიურად 5.8%-ით, თვის ჭრილში კი 1.4%-ით გამყარდა.

რაც შეეხება ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსს, იგი წლიურად 3.2%-ით, თვის ჭრილში კი 1.3%-ით გამყარდა. ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსზე გამყარების მიმართულებით აისახებოდა, თუმცა წლის ჭრილში ცალკეულ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან ინფლაციათა მაღალი დიფერენციალი ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსზე გაუფასურების მიმართულებით აისახებოდა.

ზოგადად, ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტულ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს. ბოლო პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გავლენა საექსპორტო საქონლის კონკურენტუნარიანობაზე მეტწილად ნეიტრალურია. გლობალურად მომატებული გაურკვევლობის და გაზრდილი ინფლაციური რისკების ფონზე ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციები გაიზარდა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

✕