დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - განახლებული კურსი

ლარი და დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 ოქტომბრიდან ერთი აშშ დოლარი – 2.5989, ევრო – 2.9074, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.4415 ლარი ეღირება.

დღეს კი ერთი აშშ დოლარი – 2.5994, ევრო – 2.9066, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.4395 ლარი ღირდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 14 ოქტომბერს ამოქმედდება.

✕