დოლარი ისევ გაუფასურდა - ვალუტის კურსი დღეს

დოლარი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6902 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6943 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8239 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8287 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.