ამაღამ ჯადოსნური ვალპურგის ღამე დგება - მარიამ ციმინტიას რჩევები, როგორ გამოვიყენოთ უნიკალური შანსი
1746034180
აშშ-ის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 0,3% შემცირდა. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ეკონომიკის შემცირება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სხვადასხვა ქვეყნების მიმართ ტარიფების დაწესების გამო მოხდა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ბოლო სამ წელიწადში ეკონომიკის ვარდნის პირველი შემთხვევაა. Axios-ი აღნიშნავს, რომ უკანასკნელ წლებში ამერიკის ეკონომიკის ზრდის ტემპი სულ უფრო მცირდებოდა, ხოლო ტარიფების დაწესების შემდეგ მას რეცესია დაემართა.
ვაჭრობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნა, უპირველეს ყოვლისა, იმპორტის ზრდის და სახელმწიფო ხარჯების შემცირებით იყო განპირობებული.