ზოდიაქოს ხუთ ნიშანს, თვის ბოლომდე, მოულოდნელი სიხარული ეწვევა
1749070252
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის აპრილში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 116 პირის მიმართ დაიწყო . აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 107 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 5.1 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 726 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 331, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში – 7 შემთხვევა.
2025 წლის აპრილში დევნის დაწყების მაჩვენებელი, სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით, ასე გადანაწილდა: ქურდობა – 383 შემთხვევა; მუქარა – 235 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 205 შემთხვევა; ძალადობა – 169 შემთხვევა; გაუპატიურება – შვიდი შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – ექვსი შემთხვევა; თაღლითობა – 54 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 416 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 18 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 91 შემთხვევა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით – ოთხი შემთხვევა, მკვლელობის მცდელობის მუხლითაც სამი შემთხვევა გამოვლინდა.