„ყველაზე სუფთა, მიუკერძოებელი და სამართლიანი ადამიანია…“ – ნინი შერმადინი ნოდიკო ტატიშვილის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს

მომღერალი

„შევარდნაძის დროსაც ვმღეროდით, სააკაშვილის დროსაც და დღესაც. არასდროს ყოფილა რომელიმე პარტიის კარის მომღერალი“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში და მისი კოლეგის, მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის მხარდამჭერ პოსტს ავრცელებს:

„ვერ შევიკავებ თავს, რომ არ მოგიყვეთ ცოტა რამ ნოდიკო ტატიშვილზე. ვიცნობ 25 წელია და თან ძალიან ახლოს და კარგად! დავიწყებ იმით, რომ შევარდნაძის დროსაც ვმღეროდით, სააკაშვილის დროსაც და დღესაც. არასდროს ყოფილა რომელიმე პარტიის კარის მომღერალი. ყველაზე სუფთა, მიუკერძოებელი და სამართლიანი ადამიანია. ყველა დამეთანხმება ვინც მას იცნობს.

ყველა ცივილურ ქვეყანაში, მომღერალს, ხელოვანს თუ მსახიობს ანუ ნებისმიერ ცნობილ სახეს აქვს უფლება, დააფიქსიროს თავისი პოლიტიკური შეხედულება, თამამად და ხმამაღლა. რა თქმა უნდა ეს აზრი ყველას ვერ მოეწონება, მაგრამ არ ნიშნავს იმას რომ გაჩუმდე, როცა რაღაც არ მოგწონს!

ნოდიკოს ნამდვილად არ ჭირდება ჩემი ადვოკატობა მაგრამ, გამომდინარე იქიდან რომ ვიცნობ ძალიან კარგად და ჩემი ოჯახის წევრია, ვერ ვიტყვი რომ ოდესმე ვინმესტი ყოფილა.

განა რა კანონია ამისთანა,ის მაინც გვითხარით, რომ არაფერი აქვს რუსულთან საერთო, კარგი დაუშვათ მე უვიცი ვარ,არაფერი მესმის, ვერც კანონებში ვერკვევი, ჩემზე ბევრად ჭკვიანი ხალხი დგას გარეთ…

არა რუსეთს და არა არაფერს რუსულს!  გაუმარჯოს თავისუფალ, ერთიან და ევროპულ საქართველოს!“, – წერს ნინი შერმადინი.