„ყურადღებით წაიკითხეთ... ქალი ვნახეთ პატარა ბავშვით...“ - აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

აკა სინჯიკაშვილი

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი, სოციალურ ქსელში გავრცელებული მორიგი პოსტით საზოგადოებას უზიარებს უკიდურესად გაჭირვებული ქალის ისტორიას, რომელიც შვილთან ერთად ღამეებს მდინარის პირას, ძველ შენობაში ათენებს.

აკა სინჯიკაშვილი მოქალაქეებს სთხოვს კვლავ გაერთიანდნენ კეთილი საქმის საკეთებლად.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ყურადღებით წაიკითხეთ. გუშინ, ხელვაჩაურში მდინარის პირას, ქალი ვნახეთ პატარა ბავშვით. საერთოდ არავინ არ ჰყავთ და რაც ზედ აცვიათ, იმის მეტი თითქმის არაფერი არ აბადიათ. აქვე მდინარესთან სძინავთ ძველ, მიტოვებულ შენობაში.

საჭმელს გამვლელები უტოვებენ ზოგჯერ და იმით არსებობენ. საერთოდ არაფერი არ აქვთ, არც ტანსაცმელი, არც საწოლი, არც დენი, არც გაზი. წყალიც, ეს მდინარეა, რომლის პირასაც ცხოვრობენ.

თითქმის ორი წელია ასე, ქუჩაში დარჩნენ და ან ამდენ ხანს როგორ გაძლეს, გული გამისკდა მართლა

ამ წუთიდანვე ვიწყებთ ყველაფრის გაკეთებას, რომ დედას და ბავშვს ადამიანური ცხოვრება დავუბრუნოთ!

აქაურებიც დაგვპირდნენ დახმარებას და ყველა ერთად, ყველაფერს შევძლებთ

გამივრცელეთ ეს ამბავი, როგორც შეძლებთ რა. აუცილებლად ყველაფერი უნდა გამოგვივიდეს“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.

 

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –საქართველოს ბანკი #GE35BG0000000144817300თიბისი ბანკი#GE90TB7603845061100016აკაკი სინჯიკაშვილიPayPal – Sinjikashvili@gmail.comუცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili#სიკეთეგადამდებია