„ვისაც გინდათ რომ გამახაროთ, ეს პოსტი ბოლომდე წაიკითხეთ“ - რას წერს ანი ბებია

მსახიობი

მსახიობი ანი ბებია სოციალურ ქსელში სოციალურ ქსელში ერთი ქალბატონის შესახებ წერ, რომელსაც 6 წლის შვილი ჰყავს და ორ მოხუცს უვლის.

ანი ბებია საზოგადოებას მის დასახმარებლად მიმართავს და დაბადების დღის „საჩუქრად“ ქალბატონისთვის თანხის ჩარიცხვას სთხოვს.

„გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო, ხოდა ვისაც გინდათ რომ გამახაროთ ეს პოსტი ბოლომდე წაიკითხეთ.

რამდენიმე წელია მე და ილო ვიცნობთ ერთ მარტოხელა დედას, რომელიც 6 წლის შვილს და ორ მოხუცს უვლის. დაუზარელი გოგოა, არ ეთაკილება და არ ეზარება შრომა და მუშაობა, მაგრამ პანდემიის გამო ვერ ახერხებს და ახლა ძალიან გაუჭირდა.

რამდენჯერმე დავეხმარეთ ამ ქალბატონს, არ მიყვარს ამის “აფიშირება” მაგრამ გეუბნებით იმიტომ რომ მენდოთ და დაიჯეროთ და არ გეგონოთ “ფეიკ ამბავი”. ნამყოფები ვართ მასთან სახლში მე და ილო და ვიცით მისი მდგომარეობა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ გოგოს სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა და ვისაც რა შეგიძლიათ იქნებ დავეხმაროთ, თუნდაც 1 ლარი რომ გადარიცხოთ, ბევრნი იქნებით და საბოლოოდ საჭმლის ფული ექნებათ.

მადლობა მეგობრებო ვინც დაეხმარებით, თქვენც მადლობა ვინც გადააზიარებთ პოსტს და თქვენც მადლობა ვინც ვერ დაეხმარებით, მაგრამ გული შეგტკივათ.

01018005004

საქართველოს ბანკი

ტელ: 568818447

P.s. პოსტის დადება თვითონ მთხოვა, შენც პატარა ბავშვი გყავს და ბევრი ხარჯი გექნებაო და ახლა კიდე მე რო არ გადმომირიცხო ფულიო…“,- წერს ანი ბებია.