ცნობილია მასწავლებლის ვინაობა, რომელიც ტაბახმელაში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
1773431239
„თანხის ჩარიცხვა აღარ არის საჭირო საკმარისზე მეტიცაა უღრმესი მადლობა ყველას გთხოვთ აღარ ჩამირიცხოთ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვიზაჟისტი და „ტიკტოკერი“ ლიკა გაგნიძე წერს.
ლიკამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სიმსივნესთან ბრძოლას ხელმეორედ იწყებს და ამისთვის საზოგადოების ფინანსური დახმარება სჭირდებოდა.
„თანხის ჩარიცხვა აღარ არის საჭირო საკმარისზე მეტიცაა. უღრმესი მადლობა ყველას გთხოვთ აღარ ჩამირიცხოთ ახლა გენეტიკურ ტესტს მიკეთებენ მაგის მერე გადაწყდება როგორი ტიპის მკურნალობა იქნება საჭირო (გთხოვთ გადააზიარეთ) ძალიან დიდი მადლობა ყველა თქვენგანს და უფალს ვიდეოში ვთელავ და ბოლომდე ვერ ვამბობ სათქმელს, დღეს ფლორენსის კლინისკის დირექტორიც გამესაუბრა რომ ყველანაირ მხარდაჭერას მიცხადებენ ყველანაირ ეტაპზე და დიდი მადლობა ასევე უძლიერეს სპეციალისტს Prof. Dr. Cem lyibozkurt-ს, რომელმაც ყველა შემთხვევაში იმედი მომცა რომ ბოლომდე გამომაჯანმრთელებს “, – წერს ლიკა გაგნიძე.