ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
სოციალურ ქსელში თბილისის სხვადასხვა უბნებიდან ფოტოები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ ნაგვის ურნების ტერიტორიაზე სამშენებლო მასალები, ძველი ავეჯი და ნარჩენები ყრია.
„აი ეს ხდება ნაგავშემკრებ კონტეინერებთან, რაც ყველამ კარგად ვიცით. სამშენებლო ნაგავი, ძველი ავეჯი, ავტომანქანების მეორადი ნაწილები, კომერციული ობიექტებიდან გამოტანილი ნარჩენები, შესაფუთი მასალა...
ამ ყველაფრისთვის არ არის განკუთვნილი ეს კონტეინერები. ამისთვის არსებობს დამატებით ფასიანი სერვისი და დროა, საჭიროების შემთხვევაში, ყველამ ისარგებლოს ამ სერვისით“,- წერს მანანა თოქმაჯიშვილი.
„ელემენტარული შეგნება უნდა გქონდეს, რომ ასე არ მოიქცე“, „საღორეც აღარ ჰქვია ამას“, სახლს რომ ალამაზებთ, ასუფთავებთ და კორპუსთან ასეთი მდგომარეობას ქმნი, რა ჰქვია ამ საქციელს?! არავის უნდა თანხის გადახდა კერძო სერვისის მომსახურებაში. „მუქთა უნდა ხალხს ყველაფერი“,-წერენ კომენტარებში.
საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403
ლოცვა, რომელიც კვირაცხოვლობას უნდა წაიკითხოთ
1745697185