PHOTO: ახალშობილთა რეანიმაციაში გატარებული 5 თვის შემდეგ, ათინა სახლში გააცილეს - „გაიცანით ყველაზე მებრძოლი და ძლიერი გოგო”

ახალშიბილი

Bau International Hospital-ი სოციალურ ქსელში საოცარ ისტორიას გვიზიარებს.

ახალშობილი, უსაყვარლესი ათინა, რომელიც სამყაროს ორსულობის 27-ე კვირაზე მოევლინა და მხოლოდ 700 გრამს იწონიდა რეანიმაციაში გატარებული 5 თვის შემდეგ სახლში გააცილეს.

„ჩვენი ნეონატოლოგების გამარჯვების კიდევ ერთი საოცარი ისტორია. გაიცანით ათინა, ყველაზე მებრძოლი და ძლიერი გოგო. სამყაროს ორსულობის 27-ე კვირაზე მოევლინა და მხოლოდ 700 გრამს იწონიდა. ახალშობილთა რეანიმაციაში გატარებული 5 თვის შემდეგ ათინა დღეს სახლში გააცილეს. 
ბედნიერ მშობლებთან ერთად დღევანდელი დღე ძალიან ემოციური იყო ჩვენი მედიკოსებისთვისაც, რომლებმაც პატარის გადასარჩენად ურთულესი გზა გაიარეს და ძალიან ბევრი პრობლემის დალევა მოუხდათ.

ბედნიერ და ლაღ მომავალს ვუსურვებთ ჩვენს საყვარელ გოგონას”, – ნათქვამია ტექსტში.

ასევე ნახეთ:

მოტყუებული მომხმარებელი და გამოვლენილი დანაშაული – უხარისხო რძის პროდუქტების გაყიდვის 6 ფაქტზე დაიწყო გამოძიება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში