ახალშობილის მკვლელობის მცდელობა - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები
1772053251
ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან.
ამჯერად ზურამ სოციალურ ქსელში მორიგი პოსტი გაავრცელა და ის მიზეზი დაასახელა, რის გამოც „გარდენიას“ საკურიერო მომსახურება არ აქვს:
„არ გათავდა ჭკუს სჭავლება და დარიგებები: "აიყვანეთ კურიერი, უფრო მეტს გაყიდით.." "რა გაგიხდათ გაგზავნის სერვისის გაკეთება?!.." "გამოგზავნის სერვისით უფრო მეტ მოგებას ნახავთ.." "ფოსტით არ აგზავნით?!.." და ამის მსგავსი ბევრი. ზოგი პირდაპირ მოგვიწოდებს და გვავალებს..
მართლა ვინმეს ჰგონია ნეტავ რომ ასე გამიჭირდებოდა კურიერის აყვანა ან გაგზავნის სერვისის დაორგანიზება?
არსებობს მარტივი მიზეზი რატომ არ ვაგზავნით მცენრეებს, ნერგებს, მიწას და სასუქებს და მგონი მეათასედ ვამბობ და ვწერ :
არაფერი გვრჩება გასაგზავნი!!!! იმას რასაც ვთესავთ ვრგავთ, ვამყნობთ, მოგვყავს ძვლივს ჰყოფნის ბაღში ან ბაღის ჭიშკართან დახლთან მოსულ სტუმრებს. რომ გავაგზავნოთ ბაღში ვინც მოდის იმას არაფერი დახვდება. ვერ ვააწარმოებთ მთელი საქათველოსთვის საკმარის ნერგს ჩითილს, თესლს ..... სხვამაც იშრომოს ყველაფერს გარდენია ვერ ეყოფა და არც უნდა ეყოს.
ნუ გვწერთ შეურაცმყოფელ და დამრიგებლურ წერილიებს. " ააააა გინდათ 5 ლარი გადავიხადოთ ბაღში შესასვლელად და ამიტომ არ გვიგზავნით???" არავის ვაიძულებთ ბაღში გვესტუმროს, ბაღს საკმარისზე მერტი სტუმარი ჰყავს ისედაც. ნერგი, მიწა ჩითილი, თესლი სასუქი ბაღის გარეთ იყიდება, არ გჭირდებათ ბაღში შესასვლელი ბილეთი. ვერ გამოიცანით)))) ნუ გვეჩხუბებით ნუუუუ!!!! ჩვენ მადლიერი ვართ თქვენი, ძალიან მადლიერიც!!!!!
1 მარტს გარდენია ოცდამეერთე საგაზაფხულო, სამებაღეო სეზონს გახსნის“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.