1746126348
„მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლაა და ამ ბრძოლაში ბავშვობიდან ერთი და ერთადერთი ხარ, ვინც ხელს არ მიშვებს...“ - რას წერს ხატია სიჭინავა

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და ხშირად უზირებს გამომწერებს ოჯახურ კადრებს.
ხმაურიანი შეფასებებით მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა და აქტუალობას არ კარგავს. ხატია ამჯერად სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მამაზე წერს:
„მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლაა და ამ ბრძოლაში ბავშვობიდან ერთი და ერთადერთი ხარ, ვინც ხელს არ მიშვებს, მამაა. წაქცეულსაც და ორივე ფეხზე მყარად მდგომსაც, შენ ხელს არ მიშვებ. ამიტომ უფლება არ მაქვს, არ მჯეროდეს შენი, მიუხედავად ჩემი სიჯიუტისა, მოთმინებით მელოდები, თუ უცებ წავიქეცი და ადგომა მეზარება. მიყვარხარ“, - წერს ხატია სიჭინავა.
ხატია სიჭინავას და სპორტსმენს, რამაზ ნოზაძეს 14 წლიანი სიყვარულის ისტორია აკავშირებთ. მათ ოთხი საერთო შვილი ჰყავთ.

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
1746128208