გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედა, ნატო ხუტაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას სთხოვა, 2 პიროვნების მოძებნაში დახმარებოდნენ.
"მოგმართავთ საქართველოს მოსახლეობას თხოვნით, გააზიაროთ ეს პოსტი. ვეძებთ 65 დღე ორ პიროვნებას, რომლებმაც გაიარეს ის ტერიტორია დროის იმ მონაკვეთში, როდესაც უკვე ანი იძულებით შეყვანილია მკვლელობის ადგილზე. არის ალბათობა, რომ მათმა ჩვენებებმა ნათელი მოჰფინოს ამ საზარელ მკვლელობას. სახელი და გვარი არ ვიცით. გთხოვთ, დააკვირდეთ და პირად შეტყობინებაში მომწეროთ", - წერდა ნატო ხუტაშვილი.
დღეს კი დაწერა, რომ ერთ-ერთი პიროვნება შეეხმიანა
„მეგობრებო, მომწერა მეორე პიროვნებამ, რომელსაც ვეძებდი. მადლობა, მეგობარო, გულწრფელად რომ მომწერე, ამ სურათში მე ვარო. ვიცი და მჯერა, რომ გაგეგო ანის ყვირილი, მიეხმარებოდი. ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, ვინც მეხმარებით, თუნდაც მცირედით. არ იცოდა ადამიანმა, რომ ეძებდნენ და თავად მომწერა, რომ ამოიცნო საკუთარი თავი" - წერს ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.