„ჰაიდელბერგის გულში, ჩემი ცხოვრების გულთან ერთად“ - არუნ ხათრი მეუღლესთან ერთად მოგზაურობს

არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს.

მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს. ამჯერად არუნ ხათრიმ სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ემოციურ ტექსტს ურთავს თან:

„ჰაიდელბერგის გულში, ჩემი ცხოვრების გულთან ერთად. ჩვენ ყოველდღიურად ვეძებთ ჯანმრთელობას — მაგრამ ზოგჯერ საუკეთესო განკურნება არ მოდის დარბაზიდან ან სამზარეულოდან, არამედ მოდის შენელებისგან... ახალი ადგილის ჩასუნთქვისგან...

და იმ ხელის დაჭერისგან, რომელიც ყოველთვის შენთან იყო. ეს მოგზაურობა უბრალოდ რუტინიდან გამოღწევა არ არის — ეს არის შეხსენება, თუ რატომ ვცხოვრობთ ჯანსაღად: რათა გვქონდეს მეტი წელი, მეტი მოგონება და მეტი მზის ჩასვლა ერთად,“ - წერს არუნ ხათრი