„გთხოვთ, გავერთიანდეთ დათისთვის...“ - ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს

ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს

2 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ დათი ქოქრაშვილს, რამდენიმე დღის წინ, აშშ-ში რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციის პირველი ეტაპი ჩაუტარდა. დათის უცხოეთში მკურნალობის გასაგრძელებლად შესაბამისი თანხები და საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

დათი ქოქრაშვილის მხარდასაჭერად არაერთი ადამიანია გაერთიანებული. როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, ისრაელში, 22 აგვისტოს, რესტორანში „ღვინის ფესვები“ საქველმოქმედო საღამო დაიგეგმა.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელში კვლავ გრძელდება დათის მხარდამჭერი პოსტების გავრცელება. ამჯერად, ამერიკაში მცხოვრები ნინი შერმადინი აქვეყნებს მსგავსი შინაარსის პოსტს და ემიგრანტებს მიმართავს:

„გთხოვთ, გავერთიანდეთ დათისთვის, ვისაც რითი შეგვიძლია ყველა ცენტი მნიშვნელოვანია… დათი კარგად იქნება და ჩვენ ამას შევძლებთ ერთად!“, – წერს ნინი შერმადინი.

#GE90BG0000000101545483

საქ. ბანკი. მიმღები დედა ქრისტინე მამუკაშვილი

#GE05TB7962745064300024

თბს. ბანკი

მიმღები დედა ქრისტინე მამუკაშვილი

Zelle:

Iraklikokrashvili@gmail.com