„გაუძლო! ამოღებულია თავის ტვინიდან ჰემატომა...“ - დაშავებულ ძაღლზე კარგი ინფორმაცია ვრცელდება

დაშავებული ძაღლი

ცოტა ხნის წინ დასრულდა ძაღლი ოპერაცია, რომელსაც თავზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ძაღლი თბილისში, კლინიკა "ვეტ-მედიში" ჰყვათ.

„გაუძლო. ამოღებულია თავის ტვინიდან ჰემატომა, თავის ქალის ძვლები დალეწილი იყო.თავის ტვინი დეკომპრესირებულია. ახლა მთავარია ორგანიზმმა პოსტოპერაციულ მკურნალობას გაუძლოს.მიყვარხართ“,- წერენ სოციალურ ქსელში.  

ცნობისთვის, გუშინ, 24 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ მიუსაფარ ძაღლს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები და პირიდან სისხლი სდიოდა. რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით. ამ მუხლით ცხოველის წამება ისჯება პატიმრობით.

ასევე ნახეთ:

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი