„ეს ჩემი ქმარია“ - ილია თოფურიას მეუღლის ფოტოს აქვეყნებს

ილია თოფურია

29 ივნისს, ლას-ვეგასში, UFC 317-ზე, ილია თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.

"ელ მატადორმა" პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას მომდევნო მეტოქედ ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლა სურს.

"შემდეგი, ვინც სატიტულო ბრძოლას იმსახურებს, ჯასტინ გეიჯია", - ციტირებს ალვარო კოლმენერო თოფურიას სიტყვებს.

თოფურიასა და ოლივეირას დაპირისპირება 29 ივნისს, თბილისის დროით 07:00 საათიდან დაიწყება.

თოფურიას მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი გამომწერებს ილიას ფოტოს უზიარებს წარწერით: "ეს ჩემი ქმარია"