პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სერიალი ფარული ვნება 17 წლის შემდეგ ტელეეკრანებზე დაბრუნდა. სერიალის პრემიერა 14 თებერვალს შედგა.
ახალი სეზონი 80 სერიისგან შედგება.
საქართველოში „ფარული ვნების“ მეორე სეზონს მრავალი მაყურებელი ელოდებოდა. ამ დროისთვის ქართულად ორი სერია არის გახმოვანებული.
სოციალურ ქსელში სერიალის გამოსვლას სახალისო რეაქციები მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
👉 „ფარული ვნება“ პირველად სოფელში ვნახე, 5 წლის ვიყავი. ყოველ საღამოს მთელი სოფელი ერთად ვუყურებდით ახალ სერიას. იმ ზაფხულს ჩვენმა ძაღლმა სამი ლეკვი გააჩინა, რომლებსაც ხუანი, ოსკარი და ფრანკო დავარქვით (ფერების მიხედვით) იმედია, აქამდე არ მომიყოლია
👉 „ფარულ ვნებას“ ფარული ვნება რატომ ჰქვია? აი რა არის მანდ ფარული. ადრე ჩვენთვის კი იყო ფარული მაგრამ ჰო აღარ გვაფარებენ ხელებს და რა ფარული ჰალჰოო“
👉 ვისაც ოსკარის კბილებში გარჭობილი თივა მოგაკლდათ ხელი აწიეთ
👉 ხუანს როგორი ჯიშიანი შვილები ჰყავს მამას ჰგვანან ტემპერამენტით, სიფიცხით და რაც მთავარია შურისძიებით.
👉 ისე დაიწყო ახალი სეზონი ჯერ ნორმალურად ვერ გადავხარშეთ ვინ ვინ იყო და უცებ ინტრიგა ჩააგდეს ვიღაცის მკვლელობის. ჯერ ლარგატე და მალდიტო არ უთქვამს არავის...
👉 ეს აიფონის ზარები და რანჩო რაღაცა ვერ ჯდება ერთმანეთთან და მომკალით
👉 დონ მარტინი ლელა კაკულიას როლშია
ამასთან, ისმის უამრავი მოსაზრება, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სერიალში მოვლენები. ერთ-ერთი მომხმარებელი წერს:
,,ფარული ვნების" მეორე სეზონის ხუთ სერიას ვუყურე და ახდა თითქმის ყველაფერი, რაც წინა პოსტში ვიწინასწარმეტყველე. ასე აგიხდეთ ყველაფერი კაი.
1) ხუან-დავიდსა და როსარიოს უკვე გული შეუვარდათ ერთმანეთზე. ძალიან მომწონს ორივე და მინდა, ერთად იყონ.
2) უკვე გამოჩნდა ჰორიზონტზე ფრანკოსა და სარას ვაჟი, ანდრეს რეიესი, რომელმაც თვალი დაადგა როსარიოს.
ჩემი შემდეგი წინასწარმეტყველებანი:
სოფელში ჩამოვლენ როსარიოს ყოფილი ქმარი, როსარიოს ქალიშვილი და ფრანკო.
ფრანკო ოდინდელი ვნების ცეცხლის კვლავ აგიზგიზებას მოიწადინებს და როსარიოს შეუძვრება.
როსარიოს ყოფილი ქმარი მოძალადე და ტოქსიკური გამოდგება. როცა შეიტყობს, რომ ხუან-დავიდსა და როსარიოს რომანი აქვთ, დიდ საფრთხეს შეუქმნის წყვილს.
როსარიოს ქალიშვილს ხუან-დავიდი შეუყვარდება. ის და დედამისი ერთმანეთს ითრევენ ამ ბიჭის გამო. ის გოგო ეტყვის, რა გინდა ამ ქალთან, დედაშენის ხნისააო.
ჩემი აზრით, მაგარი ბერძნული ტრაგედია მოიხოდება და ერთმანეთს შეასკდებიან ხუან-დავიდი, ანდრესი (სარასა და ფრანკოს შვილი), ფრანკო, როსარიოს ყოფილი, როსარიოს ქალიშვილი.
სარიტა ჭკუაზე შეირყევა, როცა გაიგებს, რომ როსარიომ ჯერ ფრანკო წაართვა, მერე - ვაჟიშვილი (ანდრესი), მერე კი მის დისწულთან (ხუან-დავიდთან) გააბა სასიყვარულო ურთიერთობა.
გამოხდება ხანი და სარიტა მიხვდება, რომ დაღალა კაცებთან ურთიერთობამ; რომ მათ ტკივილისა და ტანჯვის გარდა არაფერი მოუტანიათ მისთვის. ჰოდა, როსარიოს დაუწყებს კეკლუცობას.
როსარიოს მოსამსახურე კაცი რომაა, აი, მელოტი, ძაან ქრიფი ტიპი, ეგ აღმოჩნდება ერთ-ერთი მთავარი ვილენი. პირს შეკრავენ ეგ კაცი, სარიტა, როსარიოს ყოფილი ქმარი, როსარიოს ქალიშვილი, სარიტასა და ფრანკოს შვილი, სახელად ანდრესი; ჭაობიან მხარეში გაიტაცებენ როსარიოსა და ხუან-დავიდს, რათა დააშორონ ერთმანეთს. მერე აღმოაჩენენ, რომ ერთიმეორის კონკურენტები არიან: ზოგს როსარიო უყვარს, ზოგს - ხუან-დავიდი. მერე ერთმანეთს ამოხოცავენ იმ ჭანჭრობში. მერე დინორა ჩამოიქროლებს აჭიხვინებული ცხენით, უნაგირზე გადაიკიდებს გათიშულ ხუან-დავიდსა და როსარიოს და უცხო მხარეში გაიტაცებს ,,კიენ ეს ესე ომბრეს" ჰანგების ფონზე.
ნახეთ ვიდეო