1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მომღერალ ნუცა ბუზალაძის მოსკოვში სიმღერამ საზოგადოების აღშფოთება გაოიწვია. ფაქტს უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის იყო ნინი შერმადინი.
ნინიმ საკუთარ პოსტში ნუცაზე საუბრისას ლევან კბილაშვილი ახსენა, რომელიც რუსეთში არაერთხელ იყო ნამყოფი, თუმცა შერმადინმა ისიც აღნიშნა, რომ ლევანი ამას ქართველების ღირსების დასაცავად აკეთებდა. ლევან კბილაშვილის ამ კონტექსტში მოხსენიებას კი ლევანის დედის რეაქცია მოჰყვა. მელიტა ფურცელაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
„არავინ არ გაბედოს ლევანიკოს სახელის ხსენება… ლევანიკო არსად არ გაპარულა… ლევანი წავიდა …. წავიდა და და ხმამაღლა, ყველას გასაგონად თქვა -
“ ვიმღერე იმიტომ, რომ ჩემი საქართველო მინდოდა მეჩვენებინა” -ო….
ხოდა აჩვენა …. ამ ხუთი წლის მანძილზე მთელმა საქართველომ იცოდა მისი რუსეთში მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ ერთი სიტვა არ დასცდენია არავის აუგად…
სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა სცენაზე, საქართველოს დროშით ხელში, ქართულ სიმღერას ასრულებდა და ყველას დაანახა მან თავისი საქართველო. დანახა თან ისე, რომ დარწმუნებული ვარ დიდხანს, ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ….
ამიტომ მე, მისი დედა, ხმამაღლა , თავაწეული და ამაყი ვამბობ :
ლევან კბილაშვილი იყო, არის და იქნება ადამიანი, რომელმაც ღირსეულად ატარა ყველგან თავისი და საკუთარი ქვეყნის სახელი და დაამტკიცა, თუ როგორი უნდა იყოს საკუთარი სამშობლოს და პრინციპების მქონე პატრიოტი ადამიანი.
კიდევ ერთხელ….ყველას გასაგონად ვიმეორებ….მეორედ არავინ გაბედოს ლევანის სახელის ხსენება და ვინმესთან გაიგივება.
ის ლევან კბილაშვილია...ლევანი, რომელიც ყველგან და ყველაფერში თავის სახელს და ღირსებას რუდუნებით უფრთხილდებოდა.!“,- წერს მელიტა ფურცელაძე.
ასევე ნახეთ:
⇒ VIDEO: „სამშობლო“ მოსკოვში - ქართველმა მომღერლებმა რუსეთში იმღერეს