„ამ უმაგრესმა ადამიანმა გომბორზე დაგვაწია საბასთვის საჩუქრები...“ - რას წერს დიკა სალაყაია

დიაკ

დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

„საბა გუშინ ზღაპრულად რომ გააცილეს კლინიკიდან ხომ იცით, შინ წასვლა გადაწყვიტა და რეაბალიტაციასაც კახეთიდან დავგეგმავთ. ჰო და, ახლა ჩვენც გზაში ვართ და მინდა გითხრათ, რომ საოცარი ერი ვარ ქართველები. ამ უმაგრესმა ადამიანმა გომბორზე დაგვაწია საბასთვის საჩუქრები. ჰო და, ეს არის სიკეთის ზღაპრები…

გზა-გზა გაბნეული ღიმილები და იმედი. იმედი, რომ სანამ ერთად ვართ ყველაფერს შევძლებთ, ჩვენ ერთად საბას სამყაროს(აც) შევცვლით“, - წერს დიკა სალაყაია.

ცნობისთვის, საბა, რომელიც ოჯახს ფინანსურად ეხმარება, მძიმედ დაშავდა. მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ბავშვს ფინანსურად საზოგადოებაც დაეხმარა.

საბას შესახებ პოეტი დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში წერდა, რომ ბავშვმა, რომელიც გადატყავებული ხელებით ჯართს აგროვებდა, რათა ძმისთვის პური ეყიდა, სერიოზული დაზიანებები მიიღო.

„ამხანაგმა კვადროციკლზე დასვა და გადმოვარდა. სერიოზული დაზიანებები მიიღო. ტვინის შერყევა აქვს, ჯერჯერობით შენარჩუნდება თუ არა, მკლავის ფუნქციონირებაზე ვერაფერს ამბობენ“. – წერდა დიკა სალაყაია.