1728312638
„ამ სიყვარულს ვერავინ და ვერაფერი მოერევა. რაც მთავარია, ეს ორივემ იცის და ეჭვიც არასდროს შეეპარებათ…“ - ქეთი დუმბაძე
საქართველოს პარლამენტის წევრი, ქეთევან დუმბაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც მწერლების, დათო ტურაშვილისა და გიორგი კეკელიძის შესახებ წერს.
„ვინც არ უნდა მლანძღოს და ფარისეველი მეძახოს, ტურიკასადმი და გიორგი კეკელიძისადმი ჩემ დამოკიდებულებას ვერავინ შეცვლის, ამ სიყვარულს ვერავინ და ვერაფერი მოერევა.
რაც მთავარია, ეს ორივემ იცის და ეჭვიც არასდროს შეეპარებათ…
ვისაც მათზე მეტი გაუკეთებია და მათზე მეტი სიყვარული გაუცია, იმათ ჩამქოლონ”, – წერს ქეთევან დუმბაძე.
ცნობისათვის, 19 მარტს გადაცემის „მე-17 სართული“ მსვლელობისას, რუბრიკაში „ტურიკას წიგნები“ დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ, მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ემოციურად გამოეხმაურა. გადაცემაში გამოსვლის შემდეგ დათო ტურაშვილი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. 20 მარტს კი კლინიკიდან გაწერეს.
დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - ახალი კურსი
1728325350