ამ ომზე, სასოწარკვეთაზე, ტკივილზე, ტანჯვაზე, ფსკერზე ოდესმე აუცილებლად დავწერ - რას წერს გიორგი კეკელიძე

მწერალი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე მისი მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი კეკელიძე ყველას მადლობას უხდის ამ დროის განმავლობაში გვერდში დგომისთვს.

„მძიმე დეპრესიასა და შფოთვით აშლილობებთან წელიწადზე მეტხნიან ბრძოლაში, რომელთა კუდებსაც ახლა ვუღებ ბოლოს, კარგად მივხვდი რა განუსაზღვრელი ძალა აქვს სიტყვას. ამ ომზე, სასოწარკვეთაზე, ტკივილზე, ტანჯვაზე, ფსკერზე ოდესმე აუცილებლად დავწერ. დავწერ იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა იბრძვის და იმედი სჭირდება - სიტყვა სჭირდება, უბრალო და ყველაზე დიდი. ახლა კი მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ; ხალხს, ვინც ქუჩაში მხვდებოდა ან აქ, სოციალურ ქსელში მიცვლიდა ორიოდ სიტყვას. მე ამხელა მხარდაჭერა მართლა არ დამიმსახურებია, მაგრამ გპირდებით, რომ გაცილებით ძლიერი დაგიბრუნდებით და თქვენთან ერთად დიდ საქმეებს გავაკეთებ. ეს მადლობა გარდაუვალად უნდა მეთქვა“,- წერს გიორგი კეკელიძე.